ილიაუნის დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების წარმატება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში

2026 წლის  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა დოქტორანტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა (პოსტდოკი). კონკურსში ილიაუნის სახელით 15 პროექტი მონაწილეობდა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და დოქტორანტებისთვის გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას ითვალისწინებს.

გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები:

გიორგი ღვინჯილია, გიორგი მეჭურჭლიშვილი, სალომე პატარიძე (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

მარიამ ალბექიონი, ეკა გურგენაშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)

დოქტორანტები:

მაკა ნოზაძე, ქეთევან ლაფაჩი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

ალექსი მემიშიში, ანა მარგალიტაძე, მარიამ გოგშელიძე, ნაია მოდებაძე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)

ილიაუნი ულოცავს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმატებას.

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი