1-4 ივლისს ქობულეთში გამართულ ქვიშის სპორტის სახეობათა სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა და ვაჟთა გუნდები. ტურნირში სულ ქალთა და ვაჟთა 6-6-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის ქალთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. მათ ყველა მატჩში გაიმარჯვეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ნახევარფინალში დაამარცხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინალში კი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქალთა გუნდმა მიმდინარე წელს კლასიკური ფრენბურთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატშიც სააპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა.

