ილიაუნის მკვლევრებმა ბუგრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ლონდონში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ასისტენტ-მკვლევარმა ანა მარგალიტაძემ და ჩანაქკალის (თურქეთი) უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შაჰინ კიოქმა ბუგრის სრულიად ახალი სახეობა Microlophium eastopi sp. nov. აღმოაჩინეს და აღწერეს უფრთო და ფრთიანი პართენოგენეზური და სქესობრივი მდედრების საფუძველზე.

მწერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში (ჩისვიკის ხიდის მიდამოებში) აღმოაჩინეს, ბინადრობს ჭინჭარზე (Urtica dioica L.).

ნაშრომში დეტალურადაა განხილული ახალ და მორფოლოგიურად მსგავს სახეობებს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნები. გარდა ამისა, სტატია მოიცავს Microlophium-ის გვარის სახეობების სარკვევს, რომელიც უფრთო პართენოგენეზურ მდედრებს ეყრდნობა.

კვლევის შედეგები და სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში “Annales Zoologici”.

სტატიის სრულად წაკითხვა შესაძლებელია ბმულზე:

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი