ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურის ღამის მორიგის პოზიციაზე.
სტაჟირების ხანგრძლივობა სამი თვეა, წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში.
ფუნქცია-მოვალეობები
- მიწისძვრების მონიტორინგი და მონაცემთა დამუშავება;
- მონაცემთა ბაზაში გადატანა;
- დიდ მიწისძვრებზე ოპერატიულ რეაგირება;
- საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია) სტუდენტებს.
ქცევითი კომპეტენციები
- ოპერატიულობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალობა.
სამუშაო პირობები
სტაჟირება არის არასრული სამუშაო დატვირთვით – კვირაში არაუმეტეს 20 საათისა.
დაინტერესებულმა პირებმა 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე: ies@iliauni.edu.ge (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ: „სტაჟირება ღამის მორიგე – მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახური“).
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საბოლოო ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
აღსანიშნავია, რომ რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის გაგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს საკუთარი მონაცემების დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2025