ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სპორტულ მოედანზე გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ფრენბურთის ჩემპიონატი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდების მონაწილეობით.
ნახევარფინალური მატჩები დაძაბული და ემოციური აღმოჩნდა. პირველ ნახევარფინალში „ნაცული“ და „ანის ანგელოზები“ შეხვდნენ. ფინალისთვის სამი სეტი გახდა საჭირო. თანაბარი თამაშის მიუხედავად „ნაცულიმ“ გამარჯვება და ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში „ლომებმა“ მეტოქე დამაჯერებლად, ორ სეტში, დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
გადამწყვეტ შეხვედრაში „ლომებმა“ პირველი სეტი უპირატესობით 15:8 მოიგეს, მეორე სეტში „ნაცულიმ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, თამაშმა ინტენსიური და დაძაბული სახე მიიღო, თუმცა „ლომებმა“ საბოლოოდ მაინც მოიპოვეს გამარჯვება ანგარიშით 19:17 და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. მეორე ადგილზე „ნაცული“ გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი „ანის ანგელოზები“ გახდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ჩემპიონატის ყველა მონაწილეს.
2025

