მეცნიერი ქეთევან ჭანტურია ბრიტანეთის სამეფო ორდენით დაჯილდოვდა

26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორს,  ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორ ქეთევან ჭანტურიას ბუკინგემის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა ბრიტანეთის სამეფო ორდენი. ჟურნალმა “National Geographic საქართველო” გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც პროფესორი საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზეც. პროფესორი ჭანტურია მრავალი წელია კვებითი აშლილობების კვლევასა […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსია

2025 წლის 10 დეკემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით: ა) აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება; გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; დ) აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; ვ) საოფისე […]

„ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის” სტუდენტებისთვის სასწავლო ჯილდო 2025-2026 სასწავლო წლისთვის

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისათვის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტები მიიღებენ სასწავლო ჯილდოს, რაც გულისხმობს სწავლების სემესტრული საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: სწავლობდეს ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე; არ იღებდეს სასწავლო გრანტს ან რაიმე სხვა სახის სწავლის დაფინანსებას; ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და […]

ასტროფიზიკოსი ნინო ჩხეიძე ამერიკელ მეცნიერებთან ერთად იკვლევს პულსარების გიგანტურ რადიოიმპულსებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ასტროფიზიკოსი ნინო ჩხეიძე ფულბრაიტის გრანტის ფარგლებში დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტში ამერიკელ მეცნიერებთან ერთად იკვლევს პულსარების გიგანტურ რადიოიმპულსებს, რომლებსაც აკვირდებიან მსოფლიოში ყველაზე დიდი გრინბენქის რადიო ტელესკოპით. პროექტის მიზანია პულსარების გამოსხივების ქართული მოდელის გამოყენებით გიგანტური იმპულსების დამზერილი თვისებების თეორიული ინტერპრეტაცია და ახსნა.