ზუკა სახელაშვილის თასის გათამაშება მინიწყალბურთში

საწყლოსნო კომპლექს ”ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზში ორ დღეს გრძელდებოდა უდროოდ დაღუპული ახალგაზრდა წყალბურთელის ზუკა სახელაშვილის თასის გათამაშება მინიწყალბურთში. საასპარეზოდ რვა გუნდმა მოიყარა თავი, მათ შორის ორმა უცხოეთიდან (ჩერნოგორია, ბელარუსი).

ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა გუნდმა ”ლიგამუსმა” (ზურაბ ჭუმბურიძე, ლუკა ტუკვაძე, კოტე გეგელაშვილი, ზურაბ რურუა, ლევან როსტოშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, გიორგი ხვედელიანი, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე). ჩვენმა ბიჭებმა ერთნაირი ანგარიშით (2:0) ზედიზედ სძლიეს ბელარუსებს, ”დინამოს”, ”ლაგუნა ვერეს”, ჩერნოგორიას, ფინალში ”თბილისი” დაამარცხეს და ოქროს მედლებთან ერთად მთავარი პრიზიც დაიმსახურეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლიგამუსელი ნიკოლეიშვილი დაასახელეს.

სერგო რატიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: “ზუკას თასის გათამაშება ტრადიციულ ტურნირად იქცა. მეოთხე წელიწადია, ძლიერი გუნდებიც მონაწილეობენ. შარშან საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელიც თითქმის მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტის  წყალბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ამჯერად მთავარი პრიზი ”ლიგამუსმა” დაიმსახურა. მიხარია და გუნდის ყველა წევრს ვულოცავ ამ წარმატებას.”

ვლადიმერ ისელიძე: “ლოგიკურია, რომ წლეულს ფინალში ”ლიგამუსი” და ”თბილისი” შეხვდნენ ერთმანეთს. უშეღავათო, დაძაბულ ორთაბრძოლაში უძლიერესმა გაიმარჯვა. იმედია, ჩვენი ბიჭები ეროვნულ ჩემპიონატშიც გვასახელებენ.”

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი