თბილისის სპორტულ ბაზებზე დასასრულს უახლოვდება ”უნივერსიადა 2010”, რომლის პროგრამაშიც წელს სპორტის 15 სახეობაა შეტანილი.
ჯგუფური ტურნირი და ნახევარფინალური შეხვედრები დაამთავრეს ფეხბურთელებმა. 4 ქვეჯგუფში 20 გუნდი იყო განაწილებული. A ჯგუფში შესანიშნავად ითამაშეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ სძლიეს ოთხ მეტოქეს და უკონკურენციოდ დაიკავეს პირველი ადგილი.
8 ივნისს მეოთხედფინალური შეხვედრები ასე დამთავრდა: ილიას უნივერსიტეტი-საქართველო 5:1, სტუ-კონსერვატორია 10:0, სამედიცინო-სეუ 2:3, აგრარული-საავიაციო 4:6.
10 ივნისს ნახევარფინალში ითამაშებენ: ილიას უნივერსიტეტი-საავიაციო (10.00 სთ), სტუ-სეუ (11.00 სთ). ფინალური პაექრობა სპორტის აკადემიის მინიფეხბურთის მოედანზე 11 ივნისს, 12 საათზე დაიწყება.
[wpai_display_imported_files_here]

