თბილისის სპორტულ ბაზებზე გრძელდება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა პაექრობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ასპარეზობა დაამთავრეს მკლავჭიდელებმა და მძლეოსნებმა.
ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი – აი, ასეთია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ათლეტების მონაპოვარი. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ზაზა თაბაგარი, რომელმაც მარცხენა ხელით 75 კილოში მოიპოვა ოქროს მედალი. მასვე ერგო ”ვერცხლი” მარჯვენათი 85 კილოში. მეორე ადგილებზე გავიდნენ ლევან წურწუმია (65კ გ,- მარცხენათი) და ნიკოლოზ საბაშვილი (80 კგ.- მარცხენათი). ჩვენს გუნდს ორი ”ბრინჯაო” გიგა შერაზადაშვილმა (70 კგ) მოუტანა.
უკეთესი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა მძლეოსნებმა. პირველ ადგილებზე გავიდნენ: მერაბ თინიძე (800 და 1500 მ რბენა), სოფიო მანუკიანი (400 მ) და თამარ ქველიძე (800 მ). ჩემპიონებს მცირედით ჩამორჩნენ ბესიკ ხუსკივაძე (400) და მერაბ ჯღარკავა (200 მ).
[wpai_display_imported_files_here]

