ყოველ ორშაბათს, საღამოს 18,00 სთ-ზე ლიტერატურული მაღაზია “ლიგამუსი” მასპინძლობს ”წიგნის კითხვის კლუბს”, რომელიც გაიხსნა “სტუდენტური სერვის ცენტრის”ინიციატივით.”წიგნის კითხვის კლუბი” სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამართონ დისკუსია მათთვის საინტერესო და საყვარელი ნაწარმოებების შესახებ. დისკუსიას უძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
22 მარტს დისკუსია გაიმართა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ. მოდერატორად მოწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ჯოხაძე.
29 მარტს კი, სტუდენტების სურვილით, საღამო დაეთმო ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას და მის ერთ-ერთ ნაწარმოების “იგი”-ს განხილვას. მოდერატორად მოწვეული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი, ხოლო საპატიო სტუმრად ჯემალ ქარჩხაძის შვილი გია ქარჩხაძე.
[wpai_display_imported_files_here]

