სპორტის ფაკულტეტის სამთო და სამოგზაურო ტურისტული კლუბი ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლებს 19 ივნისს სთავაზობს სამოგზაურო მარშრუტს სვლა-გეზით:
1. შეკრების ადგილი: ილიას უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 – 9 საათი;
2. წყნეთის ტყის მასივამდე ავტობუსით მგზავრობა;
3. ტყის მასივით დაფარულ რელიეფზე ფეხით სვლა უძოს ეკლესიამდე (1,5 – 2 საათი);
4. ტურისტული ობიექტის გაცნობა;
5. შესვენება (სურვილისამებრ აქტიური დასვენება) 2-3 საათი;
6. დაბრუნება არჩევანის მიხედვით: 1) ამოსვლის მიმართულებით (4 კმ), 2) ქედიდან ფუნიკულიორის მიმართულებით კუს ტბაზე დაშვება (2 საათი – 10 კმ)
მარშრუტის ე.წ. „ტერენკურის“ (ადგილმდებარეობით მკურნალობა) მიზანია 1 დღით მაინც მოვწყდეთ ელექტრონულ სამყაროს და დავტკბეთ ბუნების მრავალფეროვნებით, გავკაჟდეთ და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა,ვიცხოვროთ აქტიურად, გავერთოთ და შევიგრძნოთ, რომ
„ცხოვრება მშვენიერია…“
მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ 14 ივნისამდე მისამართზე: unisport@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]

