ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შედარებითი ლიტერატურის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში: „ლიტერატურა და კულტურა: ინტერტექსტუალური და ინტერკულტურული დიალოგები/ პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“.
კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის 29, 30 აპრილს, 1 მაისს.
კონფერენციის პლენარული მომხსენებელია შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე, ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი მანფრედ შმელინგი. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა-დისკუსია „კომპარატივისტიკა – გამოცდილება და პერსპექტივები“. მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია. მიიღება ინტერკულტურული / ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 14 აპრილამდე დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი და გამოგზავნოთ განაცხადი: მოხსენების თეზისები – 200 სიტყვა, 5 საკვანძო სიტყვის, კვლევის თემატური არეალების მითითებით; მონაცემები: სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, დასაქმების ადგილი და საკონტატო ინფორმაცია.
კონფერენციის ფარგლებში ტარდება დოქტორანტთა სესია.
დოქტორანტებს ვთხოვთ, განაცხადთან ერთად წარმოადგინონ სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
გთხოვთ, განაცხადი ელექტრონული სახით გამოგზავნოთ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge. შესარჩვევი კომისიის გადაწყვეტილება გეცნობებათ 16 აპრილამდე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული. მოხსენებლებს, რომლებიც ქართულად წაიკითხავენ მოხსენებას, ვთხოვთ, 26 აპრილამდე გამოგზავნონ ვრცელი (ორგვერდიანი) ინგლისურენოვანი რეზიუმე. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ფონდი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ექსი-მარსელის უნივერსიტეტი, საფრანგეთი. კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. ათ. მამაცაშვილი, პროფ. ბ. წიფურია.
[wpai_display_imported_files_here]

