საქართველოში პირველად შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სამდღიანი კონფერენცია „ლიტერატურა და კულტურა: ინტერტექსტუალური და ინტერკულტურული დიალოგები/პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“, რომელიც ორგანიზებული იყო შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 აპრილს გაიხსნა.
კონფერენცია გახსნა საგანგებოდ მოწვეულმა საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშემ, ჯოელ ბასტენერმა, ხოლო პირველი მოხსენება წარმოადგინა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაარლანდის უნივერსიტეტისპროფესორმა, მანფრედ შმელინგმა.
სულ მონაწილეობდა 44 ქართველი და ფრანგი პროფესორი. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა-დისკუსია„კომპარატივისტიკა – გამოცდილება და პერსპექტივები“. გარდა ამისა, განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა: ”შედარებითი ლიტარატურათმცოდნეობის განვითარება მე-20 საუკუნეში”, ”პოსტმოდერნიზმი და პოპულარული კულტურა”, ”ეროსის ფილოსოფიური ბუნება” და სხვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: რუსთაველის ფონდი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ექსი-მარსელის უნივერსიტეტი ( საფრანგეთი).
[wpai_display_imported_files_here]

