2010 წლის 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში “მოსახლეობის კვლევის ეროვნულ ცენტრში” სტუმრად ჩამოდიან საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INED) მეცნიერ-თანამშრომლები, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები – ჯაკ ვალენი და ფრანს მელე, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობენ “მოსახლეობის კვლევის ეროვნულ ცენტრთან”.
ამასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეგიდით 2010 წლის 1 ივნისს 11:00-დან 14:00 სთ-მდე ალ.დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში (მის.: გუდიაშვილის ქ. 7-10) ტარდება შეხვედრა სემინარი, რომელშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. სემინარზე ფრანგი მეცნიერები წარადგენენ “მოსახელეობის კვლევის ეროვნული ცენტრთან” თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ 3 სამეცნიერო მოხსენებას საქართველოზე:
1. საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ტენდენციები
2. საქართველოში მოკვდაობის თავისებურებები გარდაცვალების მიზეზების მიხედვით
3. ახალშობილებში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ზრდის მიზეზები საქართველოში
შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.
[wpai_display_imported_files_here]

