საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრები ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის სახელობის A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ. სხვებზე უკეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის აკადემიის სტუდენტმა ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ) იასპარეზა. ქართველმა მოკრივემ სხვადასხვა ქვეყნის სამი წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალური ორთაბრძოლა კი დათმო და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
[wpai_display_imported_files_here]

