რეგისტრატორის ვაკანსია სტომატოლოგიურ კლინიკაში ”ელფდენტი”

სტომატოლოგიური კლინიკა “ელფდენტი” აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

•სატელეფონო ზარებზე პასუხი;
•პაციენტების სტომატოლოგებთან ვიზიტზე ჩაწერა;
•პაციენტების რეგისტრაცია და სტომატოლოგებთან განაწილება;
•მკურნალობის საფასურის მიღება;
•მენეჯერის ასისტენტის მოვალეობის შეთავსება.

სამუშაო საათები ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე და 16:00-დან 22:00 საათამდე მონაცვლეობით.

სავალდებულო მოთხოვნები:

•უმაღლესი განათლება;
•საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
•ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
•კომუნიკაბელურობა, გულისხმიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
•მიღებული დავალებებისა და მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
•სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: nino_davitashvili@hotmail.com 2009 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)




[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი