მიმდინარე წლის 18 მარტს ქალაქ დონეცკის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თემაზე – “უმაღლესი პროფესიული განათლების აქტუალური საკითხები”. დამსწრეთა წინაშე პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ. მონაწილეთა შორის იყვნენ თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები – როსტომ ხოზრევანიძე და ნიკოლოზ ხარშილაძე (ხელმძღვანელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი კახა ხარიტონაშვილი), რომლებიც დონეცკში ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებით გაემგზავრნენ.
კონფერენციაზე ქართველების მიერ წაკითხულმა ნაშრომებმა (როსტომ ხოზრევანიძე: “ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის წესი”; ნიკოლოზ ხარშილაძე: “ბავშვთა ფეხბურთის განვითარება საქართველოში”) დიდი მოწონება დაიმსახურა. ისინი კონფერენციის შემდგომ გამოსულ უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებულში დაიბეჭდა.
[wpai_display_imported_files_here]

