ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ერთსემესტრიანი სამაგისტრო სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია

982426 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა “კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის” ფარგლებში, პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებს. დენის დაფლონმა პრეზენტაცია გააკეთა პროგრამა “კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელისა” და მის ფარგლებში დაგეგმილი სამაგისტრო სასწავლო პროგრამის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც კონკურსში გამარჯვებული 4 მაგისტრანტი 2010 წლის სექტემბრიდან 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლის ფრიბურგის უნივერსიტეტში.

მომხსენებელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს პროგრამის საქმიანობაზე, მიზნებსა და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტოვებებზე. ასევე 1 სემესტრიანი სასწავლო პროგრამის დაფინანსების პირობების, მასში მონაწილეობისა და შერჩევის კრიტერიუმების, ფრიბურგის უნივერსიტეტის სასწავლო კურსების, კონკურსისთვის საჭირო საბუთებისა და აპლიკაციის შევსების თაობაზე.

ფრიბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდზე:

http://iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=295&info_id=1468
http://iliauni.edu.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=295&info_id=1470

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი