ყოველი წლის ივნისის ბოლო შაბათს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი. წელს ეს ღონისძიება 26 ივნისს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, A კორპუსის წინ გაიმართება.
ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტი აცხადებს ამ ღონისძიების ამსახველი 3 საუკეთესო ფოტოსურათის კონკურსს სტუდენტებისათვის.
მთავარი პრიზი, სხვა სასიამოვნო ჯილდოებთან ერთად, არის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გამოიჩინეთ კრეატიულობა და პროფესიონალიზმი!
სურათების ელექტრონულ ფორმატში წარდგენის ბოლო ვადაა – 29 ივნისის 18:00 საათი.
ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: photo2010@iliauni.edu.ge
განაცხადება უნდა შეიცავდეს სახელს და გვარს, საკონტაქტო მონაცემებს (ელ-ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი) და მაქსიმუმ 3 სურათს jpg ფორმატში. გამარჯვებული ავტორები და დაჯილდოების დრო და ადგილი ამა წლის 2 ივლისს გახდება ცნობილი. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]

