ძვირფასო მეგობრებო, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის დადგმა უნივერსიტეტის ა კორპუსის ფოიეში. 14 დეკემბერს, 13:00 საათზე თითოეულ თქვენგანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნაძვის ხის მორთვაში. 15:00 საათზე გაიმართება ნაძვის ხის საზეიმო გახსნის ცერემონია. მის. ი.ჭავჭავაძის გამზ. #32
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ ამ წამოწყებაში და სიმბოლურად ერთი სათამაშოთი გაალამაზოთ ჩვენი ნაძვის ხე.
სათამაშოების შეგროვება მიმდინარეობს 14 დეკემბრამდე ორ პუნქტში:
1. ქ.ჩოლოყაშვილის 3/5. განვითარების სამსახურის ოთახში #346 – ში.
2. ი.ჭავჭავაძის გამზ. #32 ოთახი # ა 104
პატივისცემით საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორები.
[wpai_display_imported_files_here]

