გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში ,,უნივერსიადა 2010”-ის პროგრამით ძიუდოისტებმა იასპარეზეს. შვიდი წონითი კატეგორიიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფალავნებმა მხოლოდ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს: ფინალური ორთაბრძოლები დათმეს და მეორე ადგილზე გავიდნენ შოთა ვანიშვილი (81 კგ) და ირაკლი ქობლიანიძე (90 კგ). ისინი, შესაბამისად, ხვიჩა ხუციშვილთან (თსუ) და დავით კარბელაშვილთან (გორის უნივერსიტეტი) დამარცხდნენ.
უნივერსიადის საერთო გუნდურ ჩათვლაში 38 მედლით (15, 13, 10) კვლავ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს.
[wpai_display_imported_files_here]

