18 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, სპორტის ფაკულტეტის ფეხბურთის სპეციალობის სტუდენტები პრაქტიკას ფეხბურთის ფედერაციაში გაივლიან. ისინი უეფა-ს პროგრამით, C კლასის კატეგორიის მწვრთნელებად მომზადდებიან და უფლება ექნებათ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა; კერძოდ, სკოლებსა და სპორტულ კლუბებში.
დღეისთვის C კატეგორია საქართველოში 2500–მდე მწვრთნელს აქ
ვს მინიჭებული და თუ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სურვილიც იქნება, ისინი იზრუნებენ კატეგორიის შემდგომ კატეგორიებამდე ამაღლებაზეც. უეფა-ს აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე სტუდენტები მწვრთნელებად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ და მომავალი თაობის აღზრდის უფლება არ ექნებოდათ. ამ პროგრამის გავლით მათ ეძლევათ ლიცენზია, რომელსაც მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგო რატიანმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.
[wpai_display_imported_files_here]

