18-23 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ მარიანსკე-ლაზნიში ჩატარდა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია რადიოქიმიაში. (RadChem 16). კონფერენციის პლენარულ სექციაზე წარდგენილი იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების (ნ.წიბახაშვილი, ი.მურუსიძე) ნაშრომი (“NAA for studying detoxification of Cr and Hg by Arthrobacter globiformis 151B”), რომელიც შესრულებულია ნიდერლანდების დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
[wpai_display_imported_files_here]

