2010 წლის 18-19-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ”მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.
კონფერენციის მიმართულებებია:
1. ნიადაგის ბინადართა სტრუქტურა;
2. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა;
3. კლიმატური ცვლილებების გავლენა;
4. პოპულაციური დინამიკა;
5. მაღალმთიანი საძოვრების რეაბილიტაცია.
კონფერენციის ფორმატი მოითხოვს მოხსენებებსა და ვიზუალურ პრეზენტაციას. თეზისების მიღების ბოლო ვადა – 31 აგვისტო, 2010 წ. კონფერენციის სამუშაო ენა – ინგლისური; საორგანიზაციო გადასახადი – 75 ევრო.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: mzia.kokhia@iliauni.edu.ge 15 ივლისამდე. თეზისების გაფორმებისა და სხვა საორგანიზაციო დეტალებს შეგატყობინებთ მეორე ცირკულარში.
[wpai_display_imported_files_here]

