საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” რეკონსტრუირებულ საცურაო აუზში დამთავრდა 1995-1996 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობა. შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. უმაღლესი სასწავლებლის წყალბურთის სპორტულ კლუბ ”ლიგამუსის” წარმომადგენლებმა გულშემატკივრებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
”ლიგამუსი-1”-მა (მიხეილ კილოსანიძე, გიორგი გაბადაძე, გიორგი ციხელაშვილი, აკაკი ადამია, სანდრო თოთლაძე, გიორგი ედილაშვილი, ერეკლე წამალაშვილი, ჯიმი ბროძელი, თორნიკე შენგელია, ზურაბ ჩიკვაიძე, ლევან მოსაშვილი, ლაშა კოჩიაშვილი, ლუკა შუბლაძე, რევაზ იმნაიშვილი; მწვრთნელები- ნოდარ ჩხარტიშვილი და სოსო მაისურაძე) ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, ფინალური პაექრობა კი ”ივერია 1”-თან ანგარიშით 1:5 დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.
კვარცხლბეგის მესამე საფეხურზე ავიდა ”ლიგამუსი-2”. ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან მარცხის შემდეგ მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ”თბილისს” ანგარიშით 5:3 აჯობა.
[wpai_display_imported_files_here]

