ფლორიდის შტატის (აშშ) ქორალ სპრინგსში 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე ექვსი ქვეყნის (აშშ, საქართველო, უნგრეთი, გერმანია, პუერტო-რიკო, კანადა) 12-მა გუნდმა მოიყარა თავი. სახელოვანი წყალბურთელის – რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავდნენ “ლიგამუსისა” და “ივერიის” წევრები: ირაკლი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ალექსანდრე ურუშაძე, სანდრო ხუციშვილი, სანდრო ყაზახაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, ზურაბ გოჩიტაშვილი, გიორგი კარჩალაძე, გივი სულაძე, გიორგი წანკაშვილი, ვალერი დავითური და ალექსანდრე კერესელიძე.
ჩვენმა სპორტსმენებმა გერმანელებს, პუერტორიკელებსა და ამერიკის ორ გუნდს სძლიეს, უნგრელებთან კი დამარცხდნენ. მეხუთე ადგილისთვის პაექრობა აშშ-ს ნაკრებთან დათმეს და საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.
ეს შეჯიბრება ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული. კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი 10 აპრილიდან პოლონეთში დაიწყება.
[wpai_display_imported_files_here]

