ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტ “სპორტის კოლეჯის” აკადემიური საბჭოს 2010 წლის 22 მარტის №3 სხდომის ოქმის თანახმად, გამოცხადდეს კონკურსი ფაკულტეტ “სპორტის კოლეჯის” დეკანის თანამდებობაზე, 2010 წლის 1 აპრილიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1.პირადობის მოწმობის ასლი
2.დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
3.სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
4.სამოქმედო გეგმა
5.CV
საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 3 მაისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 21 მაისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში.
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 21 ივნისს.
[wpai_display_imported_files_here]

