გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აცხადებს კონკურსს Green Talents ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს მდგრადი განვითარების (Sustainable Development) მიმართულებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული 15 მეცნიერი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში (Green Talents Forum), რომელიც გაიმართება გერმანიაში 2010 წლის სექტემბერში.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
მაგისტრის ხარისხი მდგრადი გავნითარების სფეროში
ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
მაქსიმალური ასაკი: 35 წელი
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2010.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის ბროშურა და აპლიკაციის ინსტრუქცია ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
[wpai_display_imported_files_here]

