ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და დაფინანსებით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში: ინკლუზიური განათლება. საზაფხულო სკოლა სთავაზობს მონაწილეებს ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების სასერტიფიკატო კურსებს (9 კრედიტის მოცულობით) 21 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით.  საზაფხულო სკოლა სთავაზობს ორ მოდულს:

I –   ”ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა”

ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ბაკალავრიატდამთავრებული სტუდენტებისთვის. მოდულში – ინკლუზიური განათლება და საკლასო პრაქტიკა მონაწილეობა შეუძლიათ სკოლისა და ბაღის პედაგოგებს, ასევე მასწავლებლობის მაძიებლებს. მსმენელთა რაოდენობა:  30 მონაწილე.

II –  ”მეტყველების განვითარების დარღვევები და კომუნიკაციის ფორმები”

ინკლუზიურ განათლებაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსი პედაგოგებისთვის. მოდულში – მეტყველების განვითარების დარღვევები და კომუნიკაციის ფორმები- მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატდამთავრებულებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს ფსიქოლოგიის, ინკლუზიური განათლების, მასწავლებლის სპეციალობებზე. მსმენელთა რეოდენობა: 30 მონაწილე. მონაწილეობა უფასოა. საზაფხულო სკოლის ადმინისტრირებას ახორციელებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი.

სკოლის ხანგრძლივობა:  3 კვირა (მოდულები ხორციელდება პარალელურად). თარიღი: 21 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, დრო: 10 საათიდან 16 საათამდე. მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ 15 ივნისამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • მოტივაციის წერილი (რატომ გსურთ ამ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება)
  • cv
  • რეკომენდაცია სამსახურიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტს, დეკანის თანაშემწე თეონა ბოჭორიშვილს teona.bochorishvili@iliauni.edu.ge ან დარეკოთ ნომერზე: 220648.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი