ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Water & Power-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დარბაზისამშაბათს, 26 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Water & Power-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კომპანიაში სტაჟირებასა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და Georgian Water & Power-ის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისიმ. მემორანდუმზე ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაცია თემაზე: “Georgian Water & Power და წყლის რაციონალურად დახარჯვა”, რომელიც ეხებოდა კომპანიის საქმიანობის, წყლის მომარაგების სისტემის, ხარისხის მართვის კონტროლსა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მიმოხილვას. “მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის” მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ Georgian Water& Power-ის გენერალური დირექტორის მოწონება დაიმსახურა და გამოიკვეთა აზრი, რომ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩამოყალიბდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Georgian Water & Power-ს შორის.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი