ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის სპეციალობის პირველკურსელებს ასოცირებული პროფესორის თენგიზ გაჩეჩილაძის ინიციატივით, სპორტის საკითხებში ევროსაბჭოს ექსპერტი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი, პარლამენტის სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, პროფესორი თამაზ თევზაძე ეწვია. სტუმარმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – “ევროკავშირი და სპორტი”, რომელშიც ყურადღება გაამახვილა სპორტში ევროკავშირის კანონმდებლობაზე, სპორტის სოციალურ როლზე, ევროსაბჭოს სპორტის კონვენციაზე, ევროპის სპორტის ქარტიასა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე. თევზაძემ დამსწრეთ მოუთხრო, ასევე, სპორტის შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტისა და სპორტის კონცეფციის მომზადების თაობაზე.
[wpai_display_imported_files_here]

