დებატები საჯარო პოლიტიკაზე – პროექტი, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საშუალება ეძელვათ, ქვეყნის საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე გამართონ დისკუსია ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამ პროექტის პირველი შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართა.
“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების” შესახებ დებატებში საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია და პარლამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.
დისკუსიის მოდერატორი იყო თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი დავით სიხარულიძე.
სტუმრებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ზოგადად იმ პოლიტიკის პრინციპები გააცნეს, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ატარებს. დისკუსიისას მკაფიოდ გამოიკვეთა პოზიცია – სანამ არ დაიწყება საქართველოს დეოკუპაციის პროცესი, მანამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები და დიალოგი არ აღდგება. დეოკუპაციის პროცესის დაწყების ერთადერთი ალტერნატივა კი, გიგა ბოკერიას განცხადებით, მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაშია.
[wpai_display_imported_files_here]

