საერო სკოლა “ახალი ქართული გიმნაზია”, აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის და დაწყებით კლასებში ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობებზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება;
•შესაბამისი კვალიფიკაცია;
•პედაგოგიკისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის მეთოდების ფლობა;
•პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – მინიმუმ 2-3 წელი;
•კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
•რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
•პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
•შემოქმედი, კრეატიული;
•კომუნიკაბელური;
•მზრუნველი, ყურადღებიანი;
•ინოვაციების მაძიებელი;
•პასუხისმგებლობის გრძნობა;
•ეფექტური დროის მენეჯმენტი.
მოვალეობები:
•სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
•გაკვეთილების ჩატარება;
•საკლასო დისციპლინის უზრუნველყოფა;
•პასუხისმგებლობის აღება მოსწავლეებზე სასწავლო პროცესის განმავლობაში;
•პოზიტიური და თბილი გარემოს შექმნა;
•მოსწავლეების მოტივირება;
•მოსწავლეების ობიექტური შეფასება;
•მშობლებთან აქტიური კავშირი;
•სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა;
•ახალი იდეების გენერირება.
სამუშაო პირობები:
•5-6 საათიანი სამუშაო დღე;
•ხელფასი 300 ლარის ოდენობით;
•ორჯერადი კვება;
•სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო სამუშაო ადგილზე.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისის ცენტრს,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11
[wpai_display_imported_files_here]

