დაწყებითი კლასების და ინგლისური ენის მასწავლებელი ვაკანსია ,,ახალ ქართულ გიმნაზიაში”

საერო სკოლა “ახალი ქართული გიმნაზია”, აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის და დაწყებით კლასებში ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობებზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    შესაბამისი კვალიფიკაცია;
•    პედაგოგიკისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის მეთოდების ფლობა;
•    პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – მინიმუმ 2-3 წელი;
•    კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
•    რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
•    პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:
•    სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
•    გაკვეთილების ჩატარება;
•    საკლასო დისციპლინის უზრუნველყოფა;
•    პასუხისმგებლობის აღება მოსწავლეებზე სასწავლო პროცესის განმავლობაში;
•    პოზიტიური და თბილი გარემოს შექმნა;
•    მოსწავლეების მოტივირება;
•    მოსწავლეების ობიექტური შეფასება;
•    მშობლებთან აქტიური კავშირი;
•    სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა;
•    ახალი იდეების გენერირება.

სამუშაო პირობები:
•    5-6 საათიანი სამუშაო დღე;
•    ხელფასი 300 ლარის ოდენობით;
•    ორჯერადი კვება;
•    სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო სამუშაო ადგილზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი