ჩოხოსანთა სამი ჯილდო

”უნივერსიადა 2010”-ის პროგრამით სარბიელი ქართულ ჭიდაობაში მოასპარეზეებს დაეთმოთ. ჩოხოსნები 6 წონით კატეგორიაში ცდიდნენ ძალებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფალავნებმა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ირაკლი ქობლიანიძე (90 კგ), რომელმაც ფინალში ბექა ბიქოშვილი ( სამედიცინო ინსტიტუტი ) დაამარცხა. მიზანთან  ახლოს იყო სამბოში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი გიორგი იაძე (80 კგ), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლა მან ხვიჩა ხუციშვილთან (თსუ) დათმო და მე-2 ადგილს დასჯერდა. 75 კილოში შოთა ვანიშვილს ”ბრინჯაო” ერგო.

უნივერსიადის 9 სახეობის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში 36 მედლით ( 15 ”ოქრო”, 11 ”ვერცხლი”, 10 ”ბრინჯაო” ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. 27-27 მედლით მეორე-მესამე ადგილებს თსუ ( 13, 6, 8) და აგრარული უნივერსიტეტი (8, 11, 8) ინაწილებენ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი