ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის (უფროსი სპეციალისტის) ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები: ყოველდღიურად გამოსაქვეყნებელი მასალების კოორდინაცია – ინფორმაციის სტრუქტურირება, შინაარსის განსაზღვრა, დიზაინერებთან ერთად ვიზუალური კონცეფციისა და სტილის შეთანხმება, სტილის კონტროლი და ბრენდბუქის შესაბამისობის უზრუნველყოფა. სამუშაო ნაკადის ავტომატიზაცია და ვებადმინისტრატორთან სინქრონიზაცია მასალის ყველა პლატფორმაზე უხარვეზოდ და დროულად განსათავსებლად; უნივერსიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა გუნდთან […]
სტაჟირება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების მსურველი სტუდენტებისთვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში. ფუნქცია-მოვალეობები: ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა; სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის გაცნობა; სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები; საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება; სტუდენტთა ცნობების გაფორმება და ბაზაში აღრიცხვა; სასწავლო პროცესის მონიტორინგი; არქივის თანამშრომელთა მხარდაჭერა; ფაკულტეტზე მიმდინარე […]
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას. ფუნქცია–მოვალეობები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება; უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება; ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა; სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება; ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის მართვა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება); ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება; ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და განათების მოწყობა. […]
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში. სტაჟირების ხანგრძლივობა – სამი თვე (დასაქმების პერსპექტივა). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: დეპარტამენტის საქმიანობაში მონაწილეობა; საველე გასვლებში მონაწილეობა; დეპარტამენტის ტრენინგებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოდეზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის PHP ბექენდ დეველოპერის ვაკანსია

ძირითადი მოვალეობები: უნივერსიტეტის პროექტებზე მუშაობა; კომპლექსური PHP სისტემების მართვა; ახალი ფუნქციონალების შემუშავება; მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა; PHP 8-სთან და Laravel ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება; HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება; მონაცემთა ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; API-ებთან მუშაობისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება; ვერსიების კონტროლის ხელსაწყოებთან (Gitlab) მუშაობის გამოცდილება; DevOps პრაქტიკებისა […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის IT სპეციალისტის სტაჟიორის ვაკანსია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას IT დეპარტამენტში. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზე, განსაზღვრული 3-თვიანი ანაზღაურებადი პერიოდისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების მონაწილეობას ინსტიტუტის ტექნიკურ პროექტებში. ვაკანსია განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებულებისა და სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველთათვის. ძირითადი მოვალეობები Python-ით მცირე სკრიპტებისა და პროგრამების შექმნა/გაუმჯობესება; შიდა ტექნიკური სისტემების მხარდაჭერა; არსებული კოდის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში […]
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეომემონტაჟის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიაცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომემონტაჟის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ილიაუნის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა და საინტერესო ვიდეომასალის მომზადება; ვიდეოფაილების შეტანა, დამუშავება და საბოლოო ვერსიის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ორიგინალი ფაილების დაარქივება და სერვერზე შენახვა; სხვადასხვა ფორმატისთვის (სოციალური ქსელები, ღონისძიებები, საიმიჯო რგოლები) ვიდეომასალის მომზადება; TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოფორმატებისთვის შესაბამისი მოკლე ვიდეოების დამზადება (CapCut-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამის გამოყენებით); ვიდეოკონტენტის ადაპტირება სოციალური ქსელების უახლესი ტრენდებისა და […]
PHP ბექენდ დეველოპერის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური აცხადებს ვაკანსიას PHP ბექენდ დეველოპერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: უნივერსიტეტის პროექტებზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა; PHP 8-სთან და ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (Laravel, CodeIgniter, Symfony); HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება; REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება; ვერსიების კონტროლის ხელსაწყოებთან (Gitlab, Github) მუშაობის გამოცდილება; მონაცემთა ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება; ტესტების წერის გამოცდილება ჩაითვლება […]
ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში. სტაჟირება ცხადდება 2024-2025 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებისთვის მზადების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად. სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 17 თებერვლიდან 22 ივნისამდე; გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: […]
დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტისა და ინჟინერ-ზედამხედველის ვაკანსიები მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ორ ვაკანსიას მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტში დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტისა და ინჟინერ-ზედამხედველის პოზიციებზე დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შესასყიდი ან/და უნივერსიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შეფასება, დეფექტური აქტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მათ შორის რესურსული მეთოდისა და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის გამოყენებით. საჭიროებიდან გამომდინარე საბაზრო ფასების დადგენა/კვლევა; არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამებში, […]
