საბაკალავრო, სამაგისტრო და უცხო ენების შემსწავლელი კურსები საზღვარგარეთ

საგანმანათლებლო კომპანია ”განათლება საზღვარგარეთ” – სთავაზობს სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, უცხო ენების შემსწავლელი კურსები და ა.შ), საზღვარგარეთ – ამერიკასა და ინგლისში, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებში. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

 

დასაქმება ჟურნალ ,,ფორმატში”

ახალგაზრდულ-ინფორმაციული ყოველკვირეული ჟურნალი ”ფორმატი” აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისათვის ჟურნალის რეალიზატორის თანამდებობაზე.

 

სტაჟირება კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯში

კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტიაპრილი 2010 – მარტი 2011

კემბრიჯის უნივერსიტეტი, ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად, იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვით ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი).

პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ სადოქტორო ხარისხი და სურთ, იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერი მიმართულების სპეციალისტებთან.

გაყიდვების აგენტის/მოლარე- ოპერატორის ვაკანსია

სავაჭრო ცენტრი “სან მარკო” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/მოლარე- ოპერატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;კლიენტებთან ურთიერთობის და მოლაპარაკების უნარი;ახლის სწრაფად ათვისების უნარი;გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;კომუნიკაბელურობა;ენერგიულობა;სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;ასაკი: 20-25;მინიმუმ 2 წლის გამოცდილება ამ დარგში.დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გააგზავნოთ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათი აუცილებელია) ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: sanmarcogeorgia@yahoo.com.

სტაჟირება სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (JAMR) პროექტში

USAID-ის მიერ დაფინანსებული სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (JAMR) პროექტი აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა ან იურისტებისათვის/ კურსდამთავრებულთათვის.