გაეროს ბავშვთა ფონდის ვაკანსია ტრენინგ-კონსულტანტის თანამდებობაზე

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს ვაკანსიას არასრულწლოვანთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებში ტრენინგ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

საერთაშორისო კონსულტანტის ძირითადი მოვალეობებია:

·         გაუწიოს ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF-ს) სასწავლო მასალების სრულყოფაში ისეთ სპეციფიკურ საკითხზე, როგორიცაა მართლმსაჯულებასთან პრობლემების მქონე არასრულწლოვნები;

·         უხელმძღვანელოს სასწავლო სემინარს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის (LAS-ის) იურისტებისათვის.

 

მენეჯერისა და კონსულტანტის ვაკანსია G&G Co

 

კომპანია “G&G Co”, მაღაზიები ”მეგალაინი” და “Da Vinci” აცხადებს მენეჯერისა (1) და კონსულტანტის (6) ვაკანსიას.

ანაზღაურება: მენეჯერი – 350 ლარი, კონსულტანტი – 250 ლარი.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ თქვენი СV შემდეგ მისამართზე: giorgi.ggcompany@gmail.com

 

 

გაყიდვების აგენტის ვაკანსია ლა ბოტეში

შპს ”ლა ბოტე” აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

·         კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·         სქესი: მამრობითი;

·         ასაკი: 25 წლამდე.


დისტრიბუტორის ვაკანსია T&K Trading

ნატურალური წვენების სადისტრიბუციო კომპანია ”T&K Trading” აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

 

მოთხოვნები:

·         პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         კომუნიკაბელურობა;

·         შრომისმოყვარეობა;

·         სქესი: მამრობითი;

·         ასაკი: 20-დან 30 წლამდე.

 

გამყიდველ-კონსულტანტის ვაკანსია მაღაზია JB Martin Paris

ფრანგული ფეხსაცმლის მაღაზია ”JB Martin Paris” აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

·         კონსულტანტის თანამდებობაზე მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;

·         სასიამოვნო გარეგნობა;

·         ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ასაკი: 20-დან 30 წლამდე;

 

ოპერატორის ვაკანსია დიპლომატ ჰოლდინგში

შპს ”დიპლომატ ჰოლდინგი”აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება (ფიზიკა მათემატიკის განხრით);

·         კომპიუტერის ცოდნა;

·         სასურველია ”IC” პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

·         კომუნიკაბელურობა;

·         ენერგიულობა;

·         პუნქტუალურობა;

·         მიზანდასახულობა;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         გუნდთან მუშაობის უნარი.

 

სტაჟირება ამერიკის საელჩოში (საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების სტაჟიორი)

ამერიკის საელჩო აცხადებს სტაჯირებას საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში. სტაჟირება არ ითვალისწინებს რაიმე სახის სარგებელისა თუ კომპენსაციის მიღებას.

შენიშვნა: ვაკანსიასთან დაკავშირებით მიღებული ყველა განცხადება და ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას. ნებისმიერი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატი ვეღარ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, ხოლო თუ სტაჟიორი უკვე დასაქმებულია, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სტაჟირებიდან.

სტაჟიორს ეკისრება შემდეგი ძირითადი მოვალეობები:
• დახმარებას უწევს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების (PAS-ის) მომსახურე პერსონალს ნებისმიერ მიმდინარე საქმიანობასა თუ საჭიროებებში. სტაჟიორს მუდმივი ურთიერთობა აქვს PAS-ის შესაბამის ინდივიდუალურ ქვეგანყოფილებებთან, მათ შორის საერთაშორისო კვლევების, პრესის, საგანმანათლებლო და საგრანტო ქვეგანყოფილებებთან;
• დახმარებას უწევს სოციალური დახმარების პროგრამას, მათ შორის ამერიკულ კუთხეებსა და სხვა ადგილებში;
• ეხმარება PAS-ის მომსახურე პერსონალს ღონისძიებების მოწყობაში, სტუმართა სიებისა და მოსაწვევი ბარათების დამზადების ჩათვლით; თანამშრომლობს მოვაჭრეებთან და აწყობს ადგილობრივ ღონისძიებებს; ეწევა მთარგმნელობით/ინტერპრეტირების მომსახურებას; იღებს სტუმრებს; ახორციელებს ფოტოების გადაღებასა და შეუფერხებლივ ასრულებს ღონისძიებისთვის აუცილებელ სხვა ქმედებებს;
• დახმარებას უწევს PAS-ის მომსახურე პერსონალს ისეთ ადმინისტრაციულ და საოფისე საქმეებში, როგორიცაა სტუმრების დახვედრა და თანხლება, მათ კვებაზე ზრუნვა, საელჩოში მიმდინარე პრეზენტაციებში მონაწილეობა, ინფორმაციის დაფაილება, ფოტოკოპირება და სხვა მსგავსი საქმიანობანი.

იხილეთ ინგლისურ ენაზე შემდეგი ბმული 

 

 

ვაკანსია სადისტრიბუციო კომპანია ’’დი-ემ-თი ჯგუფში”

საქართველო-ისრაელის ერთობლივი სადისტრიბუციო კომპანია “დი-ემ-თი ჯგუფი” აცხადებს კონკურსს კომპანიის გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.