სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-11 ეტაპი.  პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში. პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვთ: • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.• მაგისტრატურის სტუდენტებს.• დოქტორანტურის სტუდენტებს.• პირებს, რომლებმაც დაამთავრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაუმეტეს ორი წლის წინ. პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა: • მაღალი აკადემიური მოსწრება, […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაქმების ფორუმი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტუდენტთა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, აცხადებს სტაჟირების პროგრამასა და ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე. სტაჟირების ადგილების რაოდენობა: 479სტაჟირების გავლის შემდგომ, დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, მათი დაინტერესებიდან გამომდინარე. სტაჟიორის ვაკანსია გამოცხადებულია სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის: გამომძიებელის პოზიციაზე; პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე; ინსპექტორის და ფსიქოლოგის პოზიციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

კომპანიის IPM პროექტის კოორდინატორის ვაკანსია

IPM Market Intelligence Caucasus  მარკეტინგული კვლევების საერთაშორისო პროვაიდერია, რომელიც ქართულ ბაზარზე  1995 წლიდან ოპერირებს.  აი პი ემ კვლევები აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: კვლევებთან დაკავშირებით კლიენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა, კლიენტისაგან კვლევის მოთხოვნის დოკუმენტის, აგრეთვე კონტრაქტის და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მიღების უზრუნველყოფა; კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის, საკონტაქტო ფურცლის, შერჩევის და ა.შ.) ფორმირება და გატესტვა; ინტერვიუერთა ტრენინგი; […]

„საქართველოს ფოსტის“ პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსია

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას. ძირითადი მოვალეობები: პერსონალთან შრომითი ურთიერთობისათვის დოკუმენტების მომზადება; პერსონალთან ურთიერთობა  ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, დანერგილი სისტემის, მოქმედი წესებისა და პროცედურების შესახებ; შრომითი ანაზღაურების დაანგარიშება; პერსონალისათვის კონსულტაციის გაწევა HR პროცესებთან დაკავშირებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება  – ბაკალავრიატი; მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით; MS პროგრამების ცოდნა (აუცილებელია MS […]

სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. მან უნდა უხელმძღვანელოს ახალ საერთაშორისო პროექტს, რომელიც გულისხმობს 10 სხვადასხვა მომავალი დოქტორანტის შერჩევასა და დაფინანსებას შემდეგი მიმართულებებით: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები; ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა; ხელოვნური ინტელექტი. სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის ძირითადი უფლება-მოვალეობები: სამეცნიერო მიმართულების ზოგადი ხელმძღვანელობა; ზემოხსენებული პროექტის ზოგადი ხელმძღვანელობა; უნივერსიტეტებსა და […]

სკოლა „ახალი თაობის“ ვაკანსიები

შპს სკოლა ,,ახალი თაობა“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: სპორტის პედაგოგი; გეოგრაფიის პედაგოგი; დაწყებითი კლასების პედაგოგი; მათემატიკის პედაგოგი; რუსული ენის პედაგოგი; ფიზიკის პედაგოგი. დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: skolaaxalitaoba@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. [wpai_display_imported_files_here]

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტუდენტური პროგრამა START in HR

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტურ პროგრამას START in HR. პროგრამაში მონაწილეობისას შესაძლებლობა გექნებათ: 1.     გაეცნოთ საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის სხვადასხვა მიმართულების საქმიანობას; 2.     იმუშაოთ გამოწვევებით სავსე, საინტერესო გარემოში; 3.     მიიღოთ რეალური სამუშაო გამოცდილება, შეასრულოთ ღირებული ფუნქციები; 4.     გყავდეთ მენტორი, რომელიც სპეციფიკური დავალებებისა და უკუკავშირის საშუალებით დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. რას გულისხმობს START in HR? სტუდენტური პროგრამა 6 თვეს გრძელდება. გაეცანით […]

სტაჟირება ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური აცხადებს სტაჟირებას 3 თვით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. შესასრულებელი ფუნქციები: ელექტრონულ ბაზაში მონაცემების შეყვანა/განახლება;  მიმდინარე საქმიანობაში ჩართვა სტაჟირების პირობები: ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2 სამუშაო განაკვეთი – კვირაში 20 საათი გთხოვთ, CV (რეზიუმე) გამოგზავნოთ 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება […]

კოპანიის RSM ბიზნესის კონსულტანტის ვაკანსია

კომპანია „არესემ საქართველო სოლუშენსი“ აცხადებს  SAP Business One-ის ბიზნესკონსულტანტის  ვაკანსიას. პოზიციის მოვალეობები მონაწილეობა დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნესის საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის პროცესში; დამკვეთის მოთხოვნებისა და პროგრამული გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა; გადაწყვეტილებების კონსალტინგისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა; დამკვეთი ორგანიზაციის საბოლოო მომხარებლების ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა. განათლება ბაკალავრის ხარისხი რომელიმე მოცემული სფეროდან: […]

აშშ-ის საელჩოს ვიზა ასისტენტის ვაკანსია

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ვიზა ასისტენტის პოზიციაზე. გამოცდილება: მინიმუმ 2 წლის გამოცდილება ოფისში ან სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრატორის ან ისეთ პოზიციაზე, რომელიც ადამიანებთან კონსულტაციასა და ურთიერთობას მოიცავს. განათლება: მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის კურსდამთავრებულებისა და მაგისტრებისთვის. აუცილებელი მოთხოვნები:  ინგლისური და რუსული ენის 4 დონე (fluent); კარგი საკომუნიკაციო უნარები; მშვიდი და გაწონასწორებული დამოკიდებულება კლიენტებთან; უნარი კომპიუტერისა და […]