საწყალოსნო კომპლექს ”ტონუსში” სამ დღეს გრძელდებოდა თბილისის მერიის თასის ღია გათამაშება ცურვაში. ცისფერ ბილიკებზე პირველობას საქართველოს და სომხეთის 90 სპორტსმენი ეცილებოდა ერთმანეთს. თავისუფალი ყაიდით ასპარეზობისას 3 დისტანციის (50+100+200 მ) ჯამით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტმა გიორგი ბუხრიკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 1947 ქულა მოაგროვა და მცირედით ჩამორჩა სომეხ მიქაელ პოღოსიანს.

გიორგი 12 წელიწადია, ცურვაში ვარჯიშობს. გორში მამის ხელმძღვანელობით მეცადინეობდა, 2007 წლიდან კი თბილისში ირინა მინჟულინასთან იმაღლებს ოსტატობას. თავისუფალი ყაიდით 50 და 100 მეტრზე ცურვაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია. შარშან 100 მეტრზე ასპარეზობისას სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა; 2009 წლის საქართველოს უნივერსიადაზე 50 მეტრზე ბატერფლაითა და თავისუფალი ყაიდით და 100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედლები დაიმსახურა, ეროვნულ ჩემპიონატში 100 მეტრზე ბატერფლაიშიც პირველობა ხვდა წილად. გიორგი აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორია. ახლა კი საქართველოს წლევანდელი პირველობისთვის ემზადება.
[wpai_display_imported_files_here]

