ირანის ქალაქ რაშთში დამთავრდა მოჭადრაკე ვაჟთა კასპიის თასის გათამაშება, რომელშიც ჩვენი უნივერსიტეტის პირველკურსელი, 18-წლიანთა ევროპის პირველობის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი დავით ბენიძეც მონაწილეობდა. ბოლო ტურში მან სომეხ ლევონ ბაბუჯიანს სძლია და 6,5 ქულა მოაგროვა, რაც მხოლოდ მეოთხე-მეექვსე ადგილებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ქართველ მოჭადრაკეს ნახევარ-ნახევარი ქულით გაუსწრეს და პირველ-მესამე ადგილებზე გავიდნენ აზერბაიჯანელები – ფარიდ აბასოვი, აზერ მირზოევი და ირანელი ჰომეინ ტოფიგი.
[wpai_display_imported_files_here]

