2010 წლის 1 ივნისს დაიწყო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის რეგულარული პროექტი STCU #4744 “ნანონაწილაკების მიღების მეთოდები ექსტრემოფილების გამოყენებით”. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი. პროექტის დამფინანსებელი მხარეა კანადა. პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციებია ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი და ხარკოვის კარაზინის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა). პროექტის მენეჯერი და სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფ. ნელი წიბახაშვილი. პროექტში მონაწილეობენ პროფესორები ივანე მურუსიძე, თამაზ ყალაბეგიშვილი, ნუნუ მეტრეველი და დოქტორანტები: დავით გვარჯალაძე, ოლია რჩეულიშვილი, ასევე მკვლევარი ლევან ლომიძე.
[wpai_display_imported_files_here]

