საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით 20 მაისიდან 11 ივნისამდე გასტანს უნივერსიადა-2010, რომელშიც ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ნაკრები გუნდები იასპარეზებენ. სტუდენტები 17 სახეობაში იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.
ამ დროისათვის პაექრობა დაამთავრეს ძალისმიერი სამჭიდის წარმომადგენლებმა. ჩვენი უნივერსიტეტის ათლეტებმა (ნოზაძე, ბოდაველი, ირომაშვილი, შეყლაშვილი, თაბაგარი, წურწუმია) გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. იდივიდუალურ შეჯიბრებებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უნივერსიადის რეკორდებით ავიდნენ 67,5 კილოში ლევან წურწუმია (120 კგ) და 75 კილოში ზურაბ ჩხეტიანი (140). ვერცხლის მედალი მიხეილ ბოდაველს (145) ხვდა წილად, ხოლო ზაზა თაბაგარმა (135) და დავით ნოზაძემ (140) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
[wpai_display_imported_files_here]

