უნივერსიადის გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, თბილისის მერიისა და სპორტის დეპარტამენტის თანადგომით, წლეულს მეორედ გაიმართა უნივერსიადა სპორტის 11 სახეობაში. საასპარეზოდ 30 უმაღლესი სასწავლების 1000-მდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველას ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებმა აჯობა, რომელმაც 21 ოქროს, 11 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (11,12,5) და აგრარული უნივერსიტეტის (7,11,14) ათლეტებმა დაიკავეს).

ჩვენი სასწავლებლის სპორტსმენთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ძიუდოისტი ლევან მუქერია, მოცურავეები – გიორგი ბუხრიკიძე (3 ოქრო), გიორგი ხახანაშვილი (3), ალექსანდრე ხანანაშვილი, მაგიდის ჩოგბურთელი ივანე სალუქვაძე, მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძე, მკლავჭიდელები – კობა მიშველაძე, ზაზა თაბაგარი, გიგა შერაზადაშვილი, კობა მამამთავრიშვილი, მძლეოსნები – გიორგი ბედოშვილი (ბირთვი), ხურაბ გოგოჭური (სიგრძეზე ხტომა), ბელა გოგსაძე (400 მ), ირაკლი ჩუბინაშვილი (2 ოქრო-800 და 1500 მ), სოფიო მანუკიანი (200 მ), თამარ სარჯველაძე (800 მ), სამთო მოთხილამურე ვეფხია ობგაიძე, ფრენბურთელები – თამთა დავითულიანი, თათია მიქაძე, თამთა დანელია, რუსუდან გეგია, თეა მძელური, ნათია იაშვილი, ანი ეჯუბოვა, მორაგბეები – გიორგი ღამბაშიძე, ვეფხია ტუჩაშვილი, თემურ ჩიტაძე, გიორგი ჭელიძე, მიხეილ სუხიტაშვილი, გიორგი ზამბახიძე, კოტე ჯმუხაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და გიორგი ხულელიძე.

ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ: მოცურავე ალექსანდრე ხანანაშვილი, მკლავჭიდელები – გიგა შერაზადაშვილი, გიორგი ფურცელაძე (2), ზურაბ ბახტაძე, მაგიდის ჩოგბურთელი ილია სიმონიანი, მოჭადრაკე მერი ჟორჟოლიანი, მძლეოსნები – ბესიკ ხუსკივაძე (200 მ), მერაბ ჯღარკავა (400 მ) და რუზანა აივაზიანი (100 მ), ძალისმიერი სამჭიდელები – გიორგი ფურცელაძე, გიორგი ჯაგაშვილი, ლაშა დვალაძე, ლევან წურწუმია, ზაზა თაბაგარი, დავით ნოზაძე, ლევან მამისაშვილი, სტრიტბოლისტები – ლაშა ეძგვერაძე, რევაზ ჩიხლაძე, გივი ბაქრაძე, დავით ეძგვერაძე და ირაკლი გაბისონია.
მესამე ადგილებზე გავიდნენ: ძიუდოისტი ზვიად ამირანაშვილი, მოცურავე დარია რომელაშვილი, მკლავჭიდელი ლევან წურწუმია, ქართულით მოჭიდავე შალვა ბიბილაშვილი, მოჭადრაკე შოთა აზალაძე, მძლეოსანი ზურაბ ტალიკაშვილი (200 მ), სამთო მოთხილამურეები – ნუგზარ კიკნაძე და ეკატერინე კოსირატი.
ჭავჭავაძელთა ამგვარი წარმატების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს სპორტულ ფედერაციებთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც უმაღლესი სასწავლებლის სტრატეგიულ კურსს წარმოადგენს.

ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, რომ “ფედერაციებთან თანამშრომლობის კონცეფცია ეფუძნება აკადემიური კვალიფიკაციისა და სპორტული გამოცდილების შერწყმის იდეას, რაც მიზნად ისახავს მსოფლიოში აპრობირებული ცოდნის იდენტიფიცირებას, სელექციას და ტრანსფერს ქართულ სინამდვილეში, შესაბამისად , ქართველი მწვრთნელებისა და სპორტსმენების აღჭურვას გლობალური დონის კონკურენტუნარიანი კომპენტეციებით”.

უნივერსიტეტის ათლეტთა 2009 წლის მონაგრის შეჯამებისას შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით თარგმნილი (მთარგმნელი მაგდა გურული, რედაქტორი გია მიქაძე) კალათბურთის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპორტსმენთა დაჯილდოებასა და წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგი თევზაძე, ადმინისტრაციის უფროსი პროფესორი სერგო რატიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. ღონისძიების მონაწილეებს ეუწყათ, რომ “ქარიშხალას” სასპორტო კომპლექსი უმთავრესად დაეთმობა კალათბურთელებს, რომლებსაც ახალ ფარებს კალათბურთის ფედერაცია აჩუქებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი