“ლიგამუსი” პირველია

თვეც არ გასულა, რაც მწყობრში ჩადგა “ოლიმპიკის” რეკონსტრუირებული საწყლოსნო კომპლექსი, მაგრამ აქაურ 50-მეტრიან აუზში უკვე წყალბურთელთა სამი ტურნირი გაიმართა. ბოლო შეჯიბრება 1997-1998 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობა იყო, რომელშიც თბილისის ექვსი გუნდი მონაწილეობდა. შესანიშნავად იასპარეზეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყლოსნო კლუბ “ლიგამუსის” წევრებმა (ირაკლი რაზმაძე, სანდრო ღლონტი, გოჩა ვადაჭკორია, გიორგი თურქია, ლაშა ოხანაშვილი, გიორგი ჭედია, ლუკა მგელაძე, ლევან მოსაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ზურაბ კვირკველია, ნიკა შუშიაშვილი, მიკა თუხარელი, მწვრთნელები – სოსო მაისურაძე და გოგა დოლიძე), რომლებმაც ზედიზედ სძლიეს “თბილისს” (24:4), დედაქალაქის სკოლა-ლიცეუმის წყალბურთელებს (34:4), “ლიგამუსის” მეორე გუნდს (31:1), “ტონუსს” (33:2), “ივერიას” (16:11) და ჩემპიონობა მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს ირაკლი რაზმაძე (მეკარე) და რევაზ იმნაიშვილი (თავდამსხმელი,).
– დღევანდელმა შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და სწორი გზითაც მივდივართ, უნივერსიტეტთან წყალბურთის კლუბი რომ ჩამოვაყალიბეთ, – გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ყოფილმა წყალბურთელმა სერგო რატიანმა, – საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია უწინდელი ტრადიციების ასაღორძინებლად ძალ-ღონეს არ იშურებს და შედეგიც გამოჩნდა. პირველობის ბოლო შეხვედრის მონაწილეებმა გააზრებული თამაშით მოხიბლეს გულშემატკივრები, რომლებიც მრავლად მოვიდნენ ამ პაექრობის საყურებლად. მიხარია, რომ ლიგამუსელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს. ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საწყლოსნო სახეობის ფედერაციასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს წყალბურთის პოპულარიზაციისთვის, რადგან სპორტის ამ სახეობას საქართველოში მომავალი აქვს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი