“ოლიმპიკმა” წყალბურთელთა პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და ბელარუსის ნაკრები გუნდები ცდიდნენ ძალებს. განსაკუთრებით მასპინძლებმა იყოჩაღეს. პირველ ტურში ისინი ბელარუსებს დაუზავდნენ (7:7), შემდეგ კი უკრაინელები (10:8) და ბრიტანელები დაამარცხეს (10:7), მოაგროვეს 5 ქულა და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე-მეოთხე ადგილები, შესაბამისად, ინგლისელებმა, ბელარუსებმა და უკრაინელებმა დაიკავეს.
“სერიოზული ტურნირი იყო ძლიერი გუნდების მონაწილეობით” _ გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა. _ “ჩვენმა ნაკრებმა ღირსეულად გაიმარჯვა. სასიამოვნოა, რომ ქართველმა მოთამაშეებმა მატჩში გარდატეხის შეტანა და თავის სასარგებლოდ შემობრუნება ისწავლეს. ჩემთვის განსაკუთრებით ის არის სასიხარულო, რომ მასპინძელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთელთა კლუბ “ლიგამუსის” წევრებმა _ ზურაბ ჭუმბურიძემ, კოტე გეგელაშვილმა, ზურაბ რურუამ, ტატო ნიკოლეიშვილმა და გიორგი ხვედელიანმა. მათგან ორმა _ ჭუმბურიძემ და ხვედელიანმა სულაც ტურნირის საუკეთესო მეკარისა და მცველის პრიზები დაიმსახურეს. იმედია, ჩვენი კლუბის წყალბურთელები მომავალ შეჯიბრებებშიც გვასახელებენ”.
[wpai_display_imported_files_here]

