დამსაქმებელთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანსია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ”USAID CAUCASUS”-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,დასაქმება და დაბინავება” დამსაქმებელთან ურთიერთობის კოორდინატორის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე.

ხანგრძლივობა: 6 თვე, კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

დამსაქმებელთან ურთიერთობის კოორდინატორის ფუნქციებში შედის:
•პროექტის კოორდინატორის მიერ შემუშავებული, დამსაქმებლებთან ურთიერთობათა სტრატეგიის და შესრულების მექანიზმების ადმინისტრირება კერძო სექტორთან ეფექტური კავშირის დამყარების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად;
•დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და მონიტორინგი;
•ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა პროექტის კოორდინატორისათვის, სადაც აღწერილი იქნება მიღწეული შედეგები და გამოვლენილი პრობლემები;
•სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.

მოთხოვნილი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია:
•უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებასა და ეკონომიკაში;
•ანალიტიკური, მოლაპარაკებების, კომუნიკაციის და ადვოკატის უნარ-ჩვევები;
•ინტერპერსონალური და გუნდური მუშაობის სრულყოფილი უნარ-ჩვევები;
•კომპიუტერთან მუშაობის სრულყოფილი ცოდნა, რაც მათ შორის მოიცავს ინტერნეტში ძიებას, მონაცემთა ბაზაში და საოფისე პროგრამებში მუშაობას;
•სასურველია განმცხადებელს ჰქონდეს სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, ბიზნეს-ორგანიზაციებში და ა.შ. მუშაობის და/ან მათთან თანამშრომლობის გამოცდილება;
•ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

საჭირო საბუთები:
•სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
•CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 26 მარტი 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი