გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია ,,ეიჩპი ცენტრში”

კომპანია “ეიჩპი ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
•ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
•კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
•მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში;
•დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
•სხვა ვალდებულებები.

აუცილებელი მოთხოვნები:

•ლიდერული უნარ-ჩვევები და კომუნიკაბელურობა;
•დახვეწილი მეტყველება და გარეგნობა;
•ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
•საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;
•უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
•სიახლის სწრაფად ათვისების უნარი.

სასურველი მოთხოვნები:

•კომპიუტერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება და სამომხმარებლო კომპიუტერული პროდუქტების კარგად ცოდნა;
•ტექნიკური განათლება (სასურველია მათემატიკის, ფიზიკის ან ინფორმატიკის ფაკულტეტები);
•ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: (8 32) 29 47 11

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი