ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის” ყოველწლიურად ზაფხულსა და შემოდგომაზე მართავს მასობრივ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს. ასე იყო ამჯერადაც. ასპარეზობის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს გზა ბაგებიდან კუს ტბამდე, სადაც უშუალოდ ბუნების წიაღში ადგილიდან სიგრძეზე ხტომასა და სიმძიმეების აწევაში, ბაგირის გადაძალვასა და მკლავებზე აზიდვაში, დარტსსა და ღერძზე მიზიდვაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სპორტის აკადემიის” წარმომადგენლებს ხვდათ. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
[wpai_display_imported_files_here]

