რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსი

რუსთაველის ფონდი აცხადებს თემატურ სახელმწიფო საგრანტო კონკურსს ,,საქართველო – რუსეთის ურთიერთობა XIX – XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის” 2010 წლისათვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

ბ) ფიზიკური პირებს (დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების პირები);

გ) გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღები შეიძლება იყოს: საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი – პირთა ჯგუფი და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10.000 (ათი ათას) ლარს. კონკურსის პირობები და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=6&id=351

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში 2010 წლის 25 მაისის 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, 0102, დ.უზნაძის 68, II სართული. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის მაისის ბოლოს. გამარჯვებული პროექტების დაფინანსება დაიწყება 2010 წლის ივნისიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი